ზაქარია ფალიაშვილის
სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა
"ნიჭიერთა ათწლედი"

მიღება 2021-2022

📢 განაცხადები მიიღება 31 #მაისის ჩათვლით
📢 თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ 2021-2022 სასწავლო წლისათვის აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ✅ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ 2021-2022 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღებას განახორციელებს მხოლოდ, ელექტრონულად ელ. ფოსტის nichiertaatwledi@yahoo.com საშუალებით.

🎼 2021-2022 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღება იწარმოებს შემდეგ განყოფილებებზე:

  • საფორტეპიანო
  • სიმებიან-ხემიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი, არფა)
  • კლასიკური გიტარა
  • ჩასაბერი საკრავები (ხის და ლითონის)
  • დასარტყამი ინსტრუმენტები
  • ჯაზის ხელოვნება (IX კლასიდან)
  • კლასიკური ვოკალი (მოსწავლეები მიიღებიან 17-24 წლამდე)
  • საგუნდო-სადირიჟორო (IX კლასიდან)

✅ საკონკურსო განაცხადების მიღების წესი: განაცხადებები მიიღება 20 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით მითითებულ ელ. ფოსტაზე nichiertaatwledi@yahoo.com სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენა მოცემული დედლაინის ფარგლებში უნდა მოხდეს 2 ეტაპად:
1. აღნიშნულ ელ. ფოსტაზე იგზავნება შევსებული სააპლიკაციო ფორმა
👉 იხილეთ შესავსები სააპლიკაციო ფორმა
https://drive.google.com/file/d/1aei-WDz4IeJA6VCTUUm6eLPoVNSrm0TK/view?fbclid=IwAR2V7DmpVg4cSdnjdzUTYLw43RWWe7k425VuyEj3_Cm76KrlQ4-G98CPtws
მოსწავლის დაბადების ან პირადობის მოწმობის ფოტო ასლი და ფოტო-სურათი (¾-ზე).
2. მისაღებ გამოცდაზე მოსწავლემ კომისიას უნდა წარუდგინოს ყველა იმ დოკუმენტის ასლი (ბეჭდური სახით), რომელიც უკვე გააგზავნა სკოლის ელექტრონულ მისამართზე.
✅ მისაღები გამოცდების პირობები და წარსადგენი პროგრამა:
  • სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ მიიღებიან მხოლოდ განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, რომელთაც შეაფასებს შესაბამისი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია.
  • I კლასში ყველა განყოფილებაზე შემსვლელთათვის მისაღებ გამოცდაზე შემოწმდება მოსწავლის მუსიკალური სმენა, მეხსიერება (მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივი ინტერვალებისა და აკორდების დაშლა და სიმღერა, უცნობი მელოდიის გამეორება), რიტმი (მოცემული რიტმის გამეორება ტაშით), ასევე მოსწავლემ აკომპანიმენტის გარეშე უნდა შეასრულოს ერთი რომელიმე ცნობილი სიმღერა;
  • სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის” მისაღებ გამოცდაზე დაიშვებიან სასკოლო ასაკის მოსწავლეები 6-7 წლის ასაკიდან (I კლასში ჩამბარებელთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს);
  • II-X კლასებში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გამოცდას სპეციალობაში:

🎹 საფორტეპიანო განყოფილების II-X კლასებში ჩამბარებელთათვის აუცილებელია შემდეგი ფორმის ნაწარმოებების შესრულება: 1. პოლიფონია 2. სონატური ფორმა, ვარიაციები, რონდო, საფ. კონცერტის I ან II-III ნაწ. 3. ეტიუდი 4. თავისუფალი ფორმის ნაწარმოები;
🎻 სიმებიან განყოფილებაზე II-VII კლასებში (ვილონო, ალტი, ჩელოს კლასი) ჩამბარებელმა მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ თავისუფალი პროგრამა, ხოლო VIII-X კლასებში უნდა წარადგინონ: 1. ი.ს. ბახი - ორი ნაწილი სონატიდან, პარტიტიდან ან სიუიტიდან, 2. ერთი კაპრისი ან ერთი ეტიუდი;
🎺🥁ჩასაბერ და დასარტყამ საკრავებზე II-X კლასებში ჩამბარებელმა მოსწავლეებმა უნდა წარადგინონ თავისუფალი პროგრამა;
🎼 კლასიკური ვოკალის განყოფილებაზე მიიღებიან 17-24 წლამდე აპლიკანტები, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე უნდა წარადგინონ ერთი ვოკალიზი ან თავისუფალი ფორმის ნაწარმოები.
🎷 ჯაზის განყოფილებაზე ჩამბარებელმა მოსწავლეებმა გამოცდაზე უნდა შეასრულონ ორი ჯაზ-სტანდარტი;
✅ სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედში” სწავლების ხანგრძლივობა ძირითადად 12 წლიანია (ზოგ მიმართულებაზე სასწავლო კურსი 4-5 წელი).
✅ სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედში" სწავლა უფასოა!
✅ განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად 2020 წლის 20 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით, სკოლაში მისაღები გამოცდები გაიმართება ივნისის მეორე ნახევარში. მისაღები გამოცდების ზუსტი თარიღი გამოქვეყნდება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე;
✅დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 577 95 53 52, 577 95 53 20
nichiertaatwledi@yahoo.com
მისამართი: ალ. ჭავჭავაძის ქ. N19 ა.
გისურვებთ წარმატებებს!